დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 988 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 511 შემთხვევა, აჭარაში – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 94, იმერეთში – 84, კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 45, შიდა ქართლში – 33, ქვემო ქართლი – 31, გურიაში – 19, სამცხე-ჯავახეთში – რვა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8.
800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 77, ხოლო აჭარაში – 14.
6 ოქტომბრიდან პირველი მაისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია სულ 24 580 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 185 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24 812 პირი, აჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 256“, – ნათქვამია ინფორმაციაში.