სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 276 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულია 267, ხოლო ხუთი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
COVID-19 პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა 41,299 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია – 34,164 და დაიღუპა 814 ადამიანი, იტყობინება სომხეთის ჯანმრთელობის სამინისტრო.
იმ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, მაგრამ მათი გარდაცვალების მიზეზი კიდევ ერთი თანმდევი დაავადება იყო, – 239-ია.