პირველ სექტემბერს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი თამაში გაიმართა. “აბულმა” ხაშურის გუნდ “ივერიას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ დასრულდა.
მატჩი საქართველოს ჩემპიონატის მეთხუთმეტე თამაშია. მომდევნო თამაში 7 სექტემბერს კასპის გუნდთან ერთად გაიმართება.
ახალქალაქის “აბული” ჩემპიონატში ახლა პირველ ადგილზეა, “ივერია” – მეოთხეზე. ისინი ჯერ-ჯერობით ადგილებს ინარჩუნებენ, თუმცა ყოველივე სხვა გუნდების თამაშზეა დამოკიდებული.