წლის ბოლოს, ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლე ანდრანიკ კარაპეტიანი თბილისში გამართული საერთაშორისო ჩემპიონატიდან კარატეში (WKF ) ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
18-დან 20 დეკემბრის ჩათვლით თბილისში კარატეში საერთაშორისო ჩემპიონატი – “Tbilisi Bowl”-ი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 10-მდე ქვეყანამ მიიღო. ჩემპიონატში 4 ახალქალაქელი სპორტსმენი მონაწილეობდა. 70 კგ წონით კატეგორიაში 14-18 წლისებს შორის, სოფელ ზაკში მცხოვრები ანდრანიკ კარაპეტიანი ჩემპიონატიდან ჯავახეთში გამარჯვებული დაბრუნდა, მან მე-3 ადგილი დაიკავა.
ანდრანიკ კარაპეტიანი ახალქალაქის სპორტული სკოლის მოსწავლეა. მისი მწვრთნელი სარგის მარგარიანია, რომელიც ვარჯიშებს, როგორც მაჯადიაში, ასევე სოფელ ზაქში ატარებს.
ეს გამარჯვება ანდრანიკს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.