2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი.
„2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.