მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის Facebook გვერდიდან შევიტყობთ, რომ უნივერსიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების სომხეთში გადაყვანის ინიციატივა გამოიჩინა.
მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, საკუთარი დოკუმენტები informdeanoffice@yahoo.com ელექტრონულ მისამართზე სასწრაფო წესით უნდა გააგზავნონ, რათა უნივერსიტეტმა სახმელეთო გზით მათი სომხეთში გადაყვანა შეძლოს.
გაგზავნისათვის აუცილებელი მონაცემები:
1. სახელი, გვარი
2. პასპორტის ასლი
3. პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი
4. ტელეფონის ნომერი საქართველოში
5. ფაკულტეტი, კურსი, ჯგუფი