16-17 აპრილს კულიკალში მოპარული ნივთები, დღეს უკან დააბრუნეს. მოპარული იარაღი და ფული ქურთუკში იყო გახვეული. გაძარცული სახლის მეპატრონეები უკვე რამდენიმე თვეა საზღვარგარეთ იმყოფებიან.
სოფელ კულიკამში სახლი გაქურდეს
სოფლის მცხოვრებლის თქმით, ქურთუკში გახვეული 2 რეგისტრირებული იარაღი და 15000 ლარი დღეს მეზობელი სახლის ეზოში იპოვეს.
სოფელ კულიკამში სახლის გაქურდვა 17 აპრილს შეამჩნიეს. ნათესავების თქმით, სახლი 2 დღის წინ შეათვალიერეს, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ქურდობა 16 ან 17 აპრილის ღამეს მოხდა. თანასოფლელები ყვებიან, რომ სახლში ყველაფერი არეული იყო, გაურკვეველი იყო კონკრეტულად რა მოიპარეს, თუმცა ის, რომ 150000 ლარი და 2 რეგისტრირებული იარაღი არ იყო, ნათესავებმა შეამჩნიეს.
საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს «ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა». ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.