დღეს, 26 აგვისტოს, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე სეზონი დაიწყო. მატჩი გაიმართა ფეხბურთის გუნდებს “აბულსა” და თბილისის გუნდ “მერანი-3”-ს შორის. თამაში “აბულის” გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მეორე სეზონი ნოემბერში დასრულდება. მორიგი გამარჯვების შედეგად, “აბული” ტურნირის პირველ ადგილზე გავიდა.
ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო მატჩი დღეს 17:00 საათზე დაიწყო. “აბულმა” “მერანი-3”-ს ანგარიშით 5:0 მოუგო.
გატანილი გოლები:
2 გოლი – სურენ ავეტისიანი
1- ზაზა მურადაშვილი
1- რაფაელ დარბინიანი
1- ლუკა გაგნიძე
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო გუნდ “აბულს” რაფაელ დარბინიანი წვრთნის.
მეორე სეზონის შემდეგი თამაში ასევე ახალქალაქში, 31 აგვისტოს გაიმართება. “აბული” ხაშურის გუნდ “ივერიასთან” ითამაშებს.