დღეს, 26 აგვისტოს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით – ვულოცავ ლაჩინის მოსახლეობას და ყველა აზერბაიჯანელს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია უკვე ლაჩინშია დისლოცირებული.

„აზერბაიჯანის არმია ახლა ქალაქ ლაჩინშია დისლოცირებული, სოფლები : ზაბუხი და სუსი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ – წერს პრეზიდენტი ალიევი „ტვიტერზე“.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით , ქალაქ ლაჩინის ცენტრში დღეს აზერბაიჯანის არმიამ აზერბაიჯანის დროშა აღმართა.