25 აგვისტოს, დილის 6-დან 7 საათამდე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში ქურდობის ფაქტი მოხდა. ვაჩიანის გზატკეცილზე უცნობმა პირებმა ჯერ მიწა გათხარეს, შემდეგ კი NETCOM-ის კუთვნილი 40 მეტრიანი ინტერნეტ კაბელი მოიპარეს.
შედეგად, სოფელი ვაჩიანი და ბუზავეთი დილიდან ინტერნეტის გარეშე დარჩა. კომპანიამ კი დაახლოებით 1500 ლარის ზარალი მიიღო.
NETCOM-ის ხელმძღვანელობამ “112”-ში დარეკა. ქურდობის ფაქტზე პოლიციამ საქმე აღძრა. მიმდინარეობს გამოძიება.