ახალქალაქის ავტოსადგურის დირექტორი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვისთვის დააკავეს. მის ინტერესებს ადვოკატი პაატა მანველიშვილი იცავს. უფლებადამცველის თქმით, ლ.კ-ს აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 24 თებერვალს იმსჯელა და 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. ამჟამად იგი თბილისში, ციხეში იმყოფება. იქ იქნება, სანამ გირაოს არ შეიტანს. მეტს ვერაფერს გეტყვით მისი თანხმობის გარეშე“, – გვითხრა პაატა მანველიშვილმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 221-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის ბეჭდვას, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას, გამოყენებას და კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს