ბოლო დროს ახალქალაქში არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით ჩხუბი და კამათი გახშირდა. შემთხვევების რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
Jnews-ი ესაუბრა ფსიქოლოგ აშხენ მკოიანს, რომელიც ამბობს, რომ აგრესიის ასეთი გამოვლინებები ძალზე დამახასიათებელია განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და მიზეზები ძალიან განსხვავებულია, როგორც პირადი, ასევე სოციალური და ოჯახური მიზეზებით.
„ცუდი ქცევა – აგრესიის და არაჯანსაღი ემოციური მდგომარეობის გამოვლინებაა. თუ ადამიანს შინაგანი კონფლიქტები აქვს, რომლებსაც საკუთარ თავში ვერ წყვეტს, მაშინ ეს შეიძლება გამოვლინდეს აგრესიის სახით, რაც დამახასიათებელია ბავშვებისთვისაც, რადგან მათ შემთხვევაში გაცილებით რთულია ამ პრობლემების გადაწყვეტა, გამოხატვის ფორმებიც განსხვავებულია და ახლა ამ აგრესიაზე დიდი გავლენა აქვს ინტერნეტს“.
აშხენი აღნიშნავს, რომ კომპიუტერულ თამაშებსაც აქვს გავლენა, რადგან ადამიანები ყველგან ხედავენ აგრესიას და ეს სცენები იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ თუ ბავშვი საყვარელი ფილმიდან რაღაცის კოპირებას იწყებს, მაშინ გარედან ეს ჩვეულებრივ აღიქმება. და როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვთან ურთიერთობას, ბუნებრივია, ბავშვების აგრესია ვლინდება, როგორც მათი საზღვრების დაცვის საშუალება, უთანხმოების სახით. მაგალითად, თუ მშობლები ძალიან ყურადღებიანი არიან ბავშვის მიმართ, გამუდმებით იღებენ გადაწყვეტილებებს მის მაგივრად, არ უტოვებენ პირად სივრცეს, მაშინ ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული თავისი პირადი საზღვრების დასაცავად. შეიძლება პირიქითაც იყოს. მაგალითად, თუ ისინი უყურადღებო არიან ბავშვის მიმართ, მაშინ ბავშვი შეიძლება იყოს აგრესიული, რათა მიიპყროს მშობლებისა და საზოგადოების ყურადღება. მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს და ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ამ მიზეზების გააზრება პუნქტებად და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მათ აღმოსაფხვრელად.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ინდივიდუალურად მუშაობა. გარკვევა ვისთან აქვთ ურთიერთობა და ვისთან მეგობრობენ. ნებისმიერმა რამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის ქცევაზე, მაშინაც კი, თუ ის საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული და ცდილობს საკუთარი თავის დამტკიცებას სხვების ხარჯზე, დაძლიოს საკუთარი კომპლექსები».
ფსიქოლოგ აშხენ მკოიანის აზრით, რაც უფრო მეტი კამათი და ჩხუბია არასრულწლოვანებთან, მით მეტად არის საჭირო ინდივიდუალურ პრობლემებზე მუშაობა, ხოლო ნაბიჯები რამდენიმე ეტაპისგან შედგება, დაწყებული ოჯახიდან, სკოლიდან და ასევე მთლიანად საზოგადოების ზოგიერთი პუნქტის შეცვლა, რაც თითოეული ჩვენგანისგან იქნება საჭირო.
ახალქალაქში არასრულწლოვანთა ხულიგნობა, როგორც წესი, დანის ან სხვა იარაღის გამოყენებით ხდება, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დღემდე განიხილა და განიხილავს არასრულწლოვანთა ან ახალგაზრდებთან დაკავშირებულ 14 საქმეს. ზოგიერთი შემთხვევა მსხვერპლით ან ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით დასრულდა.
ლიდა ალმასიანი