თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 25 წლის ორსულია.
ამასთან, ადგილობრივების თქმით, ავტომობილს, რომელიც ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
„გოგო ახალგაზრდა იყო, ორსული, 25 წლის. მანქანა ჩქარა მოდიოდა”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.