დღეს, 26 მარტს, დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან, შუადღისას სროლის ხმა გაისმა. ახალქალაქის მაცხოვრებლების ვარაუდით სროლა დაპირისპირების შედეგად მოხდა, რომელიც ენზელ მკოიანისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის მომხრეებს შორის მოხდა.
გამოძიების თანახმად, შემთხვევის ადგილას მოხდა ჯგუფური ფიზიკური დაპირისპირება, საქმეში ასევე უკანონო იარაღი ფიგურიგებს. ამის შესახებ Jnews-მა უკვე გამოაქვეყნა მასალა.
თვითმხილველები 4-5 ჯერ გასროლის ფაქტს ადასტურებენ. ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ დაპირისპირება დეპუტატ ენზელ მკოიანისა და ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანის მომხრეებს შორის მოხდა და მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლების ჩარევით გახდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახებს შორის ეს პირველი დაპირისპირება არ არის, რასაც ძირითადად პოლიტიკური ნიადაგი შეიძლება ჰქონდეს.
თვითმხილველთა ვარაუდის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან არცერთი მხარე კონტაქტზე არ გამოდის და არ იძლევა კომენტარს.