გასული ერთი კვირის (14.08-21.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 74 171 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.98%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 766 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.