ახალქალაქელი სპორტსმენი არტიომ აივაზიანი გამარჯვებული მედლით დაბრუნდა “კუბანის რკინის ხელები” მკლავჭიდის ჩემპიონატიდან, რომელიც 13 აგვისტოს რუსეთის კრასნოდარის მხარეში გაიმართა.

არტიომი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა მკლავჭიდს, მის დამრიგებლად ვარჯიშშიც, და სულითაც თავის ძმას ადამ აივაზიანს მიიჩნევს.

„მე ვვარჯიშობ ახალქალაქში, ჩვენს ძველ დარბაზში, ახლა ძირითადად სამივე ერთად ვვარჯიშობთ: ჩემი ძმა, მე და არმენ კევნაკსზიანი, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ“, – ამბობს არტიომ აივაზიანი.

მან მკლავჭიდში “ყუბანის რკინის ხელების” ჩემპიონატის შესახებ შეიტყო და გადაწყვიტა მონაწილეობა. შეჯიბრში სხვადასხვა ეროვნების მონაწილეები იყვნენ: სომხები, რუსები, ოსები, რომლებიც ტრენერებთან, ექიმებთან ერთად მოვიდნენ, ხოლო არტიომი მარტო წარდგა, რადგან ახალქალაქში მკლავჭიდის ოფიციალური გუნდი არ არსებობს.

70 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა და 5 სპორტსმენთან იასპარეზა, მოიგო და საპატიო პირველი ადგილი დაიკავა.
kubok
„მკითხეს, რომელი ჯგუფიდან ვიყავი, როცა ვთქვი, რომ მარტო ვარ, გაუკვირდათ და კრასნოდარიდან მომწერეს. ამდენი წელია ვვარჯიშობთ, შეჯიბრებებზე ჩვენ თვითონ დავდივართ, რადგან ახალქალაქში ოფიციალური მკლავჭიდის გუნდი არ გვყავს. ამიტომ, სხვაგან ვერ წარვდგებით საქართველოსთვის“, – ამატებს არტიომი.

სპორტსმენის თქმით, მისი მეტოქეები ძლიერები იყვნენ, მკლავჭიდის ტექნიკაც საგრძნობლად განსხვავდებოდა, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდა.

„სადაც წავედით, გამარჯვებით დავბრუნდით. ამ შეჯიბრების დროს ხელი ოდნავ დავიზიანე, მაგრამ ბრძოლა გავაგრძელე. ფინალში გავედი და ძალიან მშვიდად გავიმარჯვე“, – ამბობს ჩემპიონი მკლავჭიდში.

kubok

ახალქალაქში დაბრუნების შემდეგ არტიომი დაუყოვნებლივ გააგრძელებს ვარჯიშს, რადგან უახლოეს მომავალში უფრო დიდი შეჯიბრებისთვის ემზადება.

არტიომი ამატებს, რომ ამ სპორტით ახალქალაქში რამდენიმე ადამიანია დაკავებული: ის, მისი ძმა ადამ აივაზიანი, არმენ კევნაკსზიანი და იგორ ლაზარიანი. ერთად ვარჯიშობენ და მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, არ ნებდებიან.

როგორც არტიომი აღნიშნავს, რეგიონის სოფლებშიც არიან ძალიან ძლიერი ბიჭები, რომლებიც სამოყვარულო ვარჯიშს ატარებენ.

„ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიეცეთ განვითარების საშუალება, წაიყვანონ შეჯიბრებებზე, რომ უკეთესი შედეგი გქონდეთ“, – ამატებს არტიომი.