8 აგვისტოს ნინოწმინდის ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაგიუხში ბანაკი „ჯავახკი“ გაიხსნა. 150-ზე მეტი ნინოწმინდელი და 145 ბავშვი დარაგიუხიდან სომეხი-ამერიკელი ლიდერები ზაფხულის არდადეგების 6 დღის განმავლობაში ბავშვების კარგ ხასიათს უზრუნველყოფენ.

გახსნის ცერემონია დაიწყო ნინოწმინდაში მღვდელ ტერ არმაშ პოღოსიანის ლოცვით, ხოლო დარაგიუხში მღვდელ ტერ გევონდ თაზიანის ლოცვით, შემდეგ “ჯავახკ” ბანაკის გახსნა სომხეთისა და საქართველოს ჰიმნის ქვეშ გაიმართა.
ninowminda1
„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ასეთ ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის განხორციელება წალკის მუნიციპალიტეტში, რადგან აქ არ გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი. ამ ყველაფერში ჩართულია სოფლის საზოგადოება, ისინი 6 დღის განმავლობაში დაეხმარებიან ლოდერებს“ – თქვა ნინოწმინდის ახალგაზრდულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა კარინე თადევოსიანმა.

დარაგიუხში სოფლის შესასვლელში ახალგაზრდები ამერიკიდან ჩამოსულ ლიდერებს დიდი საზეიმოდ შეხვდნენ. ქალბატონმა მარომ ლიდერებს საკუთარ სახლში უმასპინძლა, სოფლის მცხოვრებლებმა საბანკეტო დარბაზი დაუთმეს, ახალგაზრდები კი ბანაკის ორგანიზებაში ეხმარებიან.
ninowminda3
ნინოწმინდაში “ჯავახკ” ბანაკში მონაწილეობენ როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების ბავშვები. დარაგიუხში კი წალკის რაიონის ოზნი, გზლქილისა, აშხალა, ხაჩი, დარაგიუხი, აიაზმა, სოფლებიდან ასევე სოფელში რუსეთიდან და სომხეთიდან ჩამოსული ბავშვები არიან.