ერთ კვირაში ახალქალაქში ავტომანქანის დაწვის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, 8 აგვისტოს დილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში მერსედესის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
დღეს დილით სოფელ ოლავერდში მცხოვრები 5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახი ახალქალაქში “მერსედესის” მარკის ავტომობილით გაემგზავრა. მანქანის ძრავა მუშაობს ჰიბრიდულ სისტემაზე, გაზზე და ბენზინზე. მანქანა დაიქოქა და მოძრაობა გაზით დაიწყო. დამსწრეების თქმით, გზად, სოფელში, მანქანას გაზი დაუმთავრდა, მძღოლმა ბენზინი შეავსო, ხოლო მან კანისტრები აიღო და დაბრუნდა, შეამნჩნია, რომ მანქანას კვამლი ასდიოდა. მგზავრებმა, მათ შორის ორმა ბავშვმა, მანქანიდან გადმოსვლა მოახერხეს, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. იქ მყოფებმა მეხანძრეები გამოიძახეს, თუმცა მეხანძრეების მოსვლამდე ცეცხლი სოფელ გომანის მცხოვრებლების დახმარებით ჩააქრეს.
მსგავსი შემთხვევა 3 აგვისტოს მოხდა, როცა ახალქალაქი-ბავრის გზატკეცილზე კიდევ ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ორივე შემთხვევაში მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ მანქანების უსაფრთხოების საკითხი მწვავე საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველწლიურ ტექნიკურ დათვალიერებას გადიან.