დღეს, 22 აპრილს, გერმანული ორგანიზაცია DVV International – Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ახალქალაქში შეკერა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა 2000 სამედიცინო პირბადე, რომელსაც მერია უფასოდ დაურიგებს მოსახლეობას.

აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალქალაქის აფთიაქებში ხშირად არ არის პირბადეები. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების რეჟიმითან ერთად დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა. მათ გარეშე მაღაზიაში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შესვლა შეუძლებელია.

Maska Yurik

ამას წინათ კიდევ ერთი ინიციატივა განხორციელდა ახალქალაქში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, მათთვის ვინც ქართულ ენას არ ფლობს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით დაიბეჭდა ჩანთები, რომლებიც უფასოდ გადაეცემა იმ მაღაზიებს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები.

«როდესაც მომხმარებელი რაღაცას იყიდის მაღაზიაში, გამყიდველი საქონელს ამ ჩანთით მიაწოდებს. ასე ოჯახის ერთი წევრი მაინც იქნება ინფორმირებული კორონავირუსის შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმირებულობის ყველაზე მარტივი ხერხი იქნება»,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია «დემოკრატ მესხთა კავშირის» განცხადებაში.

ჩანთებზე მსხვილი ასოებით გამოსახულია ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ ქართულ და სომხურ ენებზე, ასევე მითითებულია ცხელი ხაზების ნომრები, რომელზეც უნდა დაირეკოს იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები შეინიშნა.

sumki

ჩანთები დაიბეჭდა «სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის» პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის (KAS) ფონდი ახოეციელებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. ცენტრ (EDEC)-ს თანამშრომლობით, პროექტს ევრო კავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებენ.

პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია «დემოკრატ მესხთა კავშირი» შერჩეული იყო «სამცხე-ჯავახეთის ჰაბის» მიერ, რომელიც ამ პარკებს ნინოწმინდის, ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში არიგებს, იქ სადაც დეზინფორმაციის გავრცელების დიდი ალბათობაა, მათ შორის სასაზღვრო სოფლებში, დაშორებული სოფლების მოსახლეობისათვის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 2000 ჩანთა გადაეცა.