ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებს ითვალისწინებს. თუმცა, პანიკა არ არის. Jnews-მა ქუჩებში ჩაატარა გამოკითხვა იმ მიზნით, რომ გაერკვია რა სიტუაციაა ახალქალაქში, არის თუ არა ხალხი შეწუხებული საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატ გამო.
ახალქალაქში მისალმების ეტიკეტი ვირუსებისგან თავდაცვას არ უწყობს ხელს. რადგან აქ, განსაკუთრებით მამაკაცებში, შეხვედრისას მიღებულია ხელის ჩამორთმევით მისალმება, უფრო ხშირად კი ჩახუტება.
ახალქალაქის მცხოვრების არმენას თქმით, ადამიანებს ის მუდამ ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა, ახლაც ვერ ამბობს უარს ამ ჩვევაზე. თუმცაღა ახლა ის ძალიან ფრთხილობს.
«იმის გამო, რომ კორონავირუსი შეიძლება ერთი ინფიცირებულისაგან მეორე ადამიანს გადაედოს, ხელის ჩამორთმევის შემდეგ ხშირად ვიბან ხელებს, ასევე ვცდილობ ხშირად არ ჩავეხუტო»,- ამბობს ის.
ახალქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული განგაში არ არის, ეს ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა. ჩვენ გავესაუბრეთ ახალქალაქის 20 შემთხვევით მაცხოვრებელს, რომლებმაც თქვეს, რომ ინფორმირებულნი არიან თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან.
ახალგაზრდა ადამიანები ძირითადად სერიოზულად არ უყურებენ ამ მოვლენებს და თვლიან, რომ კორონავირუსი ისეთივე ვირუსია, როგორიცაა მწვავე რესპირალური დაავადება და მწვავე რესპირალული ვირუსული ინფექცია.
ასაკიანი თაობა ასევე არ ღელავს, თუმცა ცდილობს საჭირო ზომების მიღებას, რათა დაიცვას ახალგაზრდები.
ტაქსის მძღოლი არტური, მანქანაში მუდამ ატარებს სპირტის ხსნარს. ის ხშირად დეზინფიცირებას უკეთებს მანქანას და ხელებს, ძირითადად «საეჭვო» ხელის ჩამორთმევის შემდეგ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ექიმები გვირჩევენ უარი ვთქვათ შეხვედრისას ჩახუტებასა და გადაკოცნაზე, ასევე ხელის ჩამორთმევაზე, მითუმეტეს, თუ ადამიანს სურდოს ნიშნები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში პანიკა არ აღინიშნება, ქალაქის აფთიაქებში ყველა სამედიცინო პირბადე და ანტიბაქტერიული ხსნარი გაყიდულია.
ახალქალაქის მცხოვრები არტური შეწუხებულია, რომ აფთიაქებში პირბადე არ იყიდება.
შეკითხვაზე, თუ რატომ არის ის შეწუხებული, უნდოდა თუ არა პირბადის ტარება, მან გვიპასუხა: «მინდა ყოველი შემთხვევისთვის მქონდეს».
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული არ არის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა. საქართველოში ვირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 8 ითვლება მსუბუქად, ხოლო ერთი- კრიტიკულად.