2022 წლის აპრილ-ივნისისთვის ნინოწმინდაში ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა საგზაო მოძრაობის წესების 743 დარღვევა დააფიქსირეს, აქედან 738 ადამიანი ფიზიკური და 5 იურიდიული პირია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე გამოძახებული 743 დამრღვევიდან 168-მა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა და ჯარიმა 10 დღის განმავლობაში გადაიხადეს, დანარჩენებმა სრულად გადაიხადეს ჯარიმა, ფიზიკური პირების შემთხვევაში 50 ლარი, იურიდიული პირების შემთხვევაში – 200 ლარი.
ახალქალაქში ამავე პერიოდისთვის ვიდეოჯარიმები მრავალფეროვანი იყო, 4234 დარღვევა დაფიქსირდა.
დაწვრილებით ახალქალაქში დარღვევების შესახებ წაიკითხეთ აქ:
ახალქალაქში მძღოლი მანქანიდან ნაგვის გადაყრისთვის დააჯარიმეს. ჯარიმების სტატისტიკა
ახალციხეში სამართალდარღვევების სურათი კიდევ უფრო მრავალფეროვანია. აქ 8873 ვიდეოჯარიმიდან 7003 იყო ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბების გამო, 1373 – ტექნიკური ინსპექტირების შეუსრულებლობისთვის, 65 – ღვედის გამოუყენებლობისთვის, 376 – საგზაო მოძრაობის წესების სხვადასხვა დარღვევისთვის, როგორიცაა მოთხოვნილი ნიშნების, ნიშნულების დარღვევა და ა.შ.