დღეს, 31 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოფლის ცენტრში, ეკლესიასთან აშენებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო რუსეთში მცხოვრები სოფელ ვარევანის მკვიდრ ქველმოქმედთა მხარდაჭერით.

ოთხი ძმის მხითარ, გარიკ, არმენ და აშოტ მანასიანის ფინანსური მხარდაჭერითა და დახმარებით აშენდა „მსოფლიოს ბაღი“, სადაც დღეს ქვაჯვარის კურთხევის ცერემონია გაიმართა. ის ეძღვნება 1915 წლის სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთ, 1945 წლის დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირების, ასევე ყარაბაღის მეორე ომში დაღუპული სომხების ხსოვნას. პარკში დაიდგა ციცერნაკაბერდის მაკეტიც.

ocum

xachqar

xachkars

ბავშვებისთვის აშენდა სათამაშო მოედანი.  პარკში ასევე არის ოცნების ხე, რომელიც სანასარ ქანანიანის მიერ ძმები მანასიანების მხარდაჭერით აშენდა, ასევე არის შადრევანი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

varevan

lusine

pulpulak

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი.

 ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები და მომღერლები სომხეთიდან, რომლებმაც პატრიოტული სიმღერები და სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულეს.  სოფელ ვარევანის ცეკვის ანსამბლმაც შეასრულა სხვადასხვა ნომრები.

erg

31 ივლისი აღნიშნეს, როგორც სოფლის დღე. მოსახლეობის თქმით, ზუსტად 194 წლის წინ აქ მათი წინაპრები დასახლდნენ, დააარსეს სოფელი ვარევანი.