ახალქალაქში, დარბინიანისა და თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინთან მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერია განთავსებული, მართლმადიდებლური კომპლექსის ირგვლივ ახალი გალავნის მოწყობაზე მუშაობა დაიწყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ დედათა მონასტრის ახალი გალავნის მშენებლობაზე ტენდერი 10 ივნისს გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერის თავდაპირველი ოდენობა 126 023 ლარი იყო. ტენდერის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ღობის, მოაჯირისა და დამცავი მოწყობილობების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ტენდერი ინდმეწარმე ვარდ მკოიანმა 104 580 ლარის ოდენობით მოიგო. გაფორმდა ხელშეკრულება მოქმედების ვადით 01/07/2022 წლიდან 31/12/2022 წლამდე.

Zabor

პროექტის მიხედვით, არსებული ღობე მთლიანად უნდა დაინგრეს, მის ადგილას კი ბეტონის ბლოკებისგან დამზადებული ლითონის მხატვრული ღობე გაკეთდება, რომელიც ტრავერტინით მოპირკეთდება. ასევე დამონტაჟდება ლითონის ჭიშკარი. მონასტრის ძველი გალავანი შემორჩენილია იმ დროიდან, როცა მონასტრის შენობაში საბავშვო ბაღი იყო. შენობა მონასტრად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გადაკეთდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის სასულიერო პირის, მამა ალექსანდრეს თქმით, სამუშაოები დაწყებულია და ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს.

“ვთხოვეთ, რა თქმა უნდა, დაგეგმვაში მივიღეთ მონაწილეობა. ყველაფერი კარგად მიდის. როგორც ვიცი, სამუშაოები მიმდინარეობს”, – ამბობს მამა ალექსანდრე.