დღეს, 30 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში COVID-19 ინფექციის 2280 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 31 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 5 ადიგენში, 1 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 38- ბორჯომში, 2 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 1- ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1595 ადამიანია იზოლირებული, აქედან 758 – ახალციხეში, 130 – ახალქალაქში, 266 – ბორჯომში, 27 – ნინოწმინდაში, 111 – ასპინძაში და 303 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 253 ადამიანი რჩება, აქედან 60 – ახალციხეში, ხოლო 193 – ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი, საერთო ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 791 აღწევს, გარდაიცვალა 18.
ამ დროისთვის ტესტი 129 ადამიანს ჩაუტარდა.