დღეს, 28 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერიამ დეპუტატებს შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯთაღწიცხვა წარუდგინა, კერძოდ, რამდენი და რა არის დახარჯული მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან.
მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, რაფიკ აბაჯიანმა დეპუტატებს ოთხი თვის განმავლობაში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
კერძოდ, მან თქვა, რომ მერიამ გაითვალისწინა და საკრებულომ დაადასტურა 13 ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელების საჭიროება. ყველა ეს სამუშაო ტენდერზეა გატანილი, ზოგი უკვე ჩატარდა, ზოგიც საბუთების მიღების პროცესშია.
13 პროექტი:
– სტადიონი სოფელ კიროვაკანში – ტენდერი უკვე ჩატარდა -15 722 ლარი
– ქალაქში სასაფლაოს მიმართულებით ბენზინგასამართ სადგურთან გზის ასფალტირება- ტენდერი გამოცხადებულია 42 920 ლარი
– ასფალტირება და სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია – 230 000 ლარი
– ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია – 315 340 ლარი ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია
– ხიდი, რომელიც ქალაქს ჯივანის მასივთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აერთიანებს – 2-ჯერ ტენდერი ვერ შედგა, 171 610 ლარი
– სოფლის გზების გრეიდერით გასწორება, ახალქალაქის სასაქონლო ბაზრის რეაბილიტაცია – 13 135 ლარი
– ქალაქის და სოფლის ქუჩების ორმოების ამოვსების სამუშაოები – 272 920 ლარი
– სოფელ დიდ სამსარში – საირიგაციო სისტემა – 10 945 ლარი,
– სოფელ ალასტანში – 2 წყალსაცავი – 8460 ლარი
– მერიის შენობის ტუალეტი – 5244 ლარი
– სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია
მაღალმთიანი რეგიონის დახმარების ფონდიდან სამი გზის ასფალტირება ფინანსდება, რეგიონში 5 პროექტი ხორციელდება რეგიონული ფონდიდან.
დეპუტატ სამველ პეტროსიანს ჰქონდა შეკითხვა, – ტენდერის კონკურსის შემდეგ, რატომ გამოყოფს მუნიციპალიტეტი დამატებით სახსრებს იმავე სამუშაოებზე?
”როგორ ვითვლით სამუშაოებს, რომ შემდეგ ვამატებთ დაფინანსებას, თუ გვაქვს პროექტი, რადგან მშენებლობის დაწყებამდე უნდა მოვამზადოთ პროექტი, მაშინ, რატომ ვუშვებთ ამ ხარვეზებს, რატომ არ ვაკეთებთ გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებს, რომ შემდეგ კითხვები ჩნდება”, – თქვა სამველ პეტროსიანმა.
რაფიკ აბაჯიანმა ამაზე უპასუხა, რომ ყველა პროექტი მიიღება “ქრიზოლიტის” (საექსპერტო ორგანიზაცია
გენადი ელიზბაიარნის მოადგილეს ჰქონდა შეკითხვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის (RPS) ფარგლებში მუშაობასთან დაკავშირებით. მას აინტერესებდა როდის დაიწყებოდა საირიგაციო სამუშაოები.
”არის სამუშაოები, რომლებიც დამოკიდებულია სეზონზე, ისინი უნდა გაკეთდეს სეზონის დაწყებამდე, მაგალითად, საირიგაციო სისტემები, უნდა ჩატარდეს სეზონის დაწყებამდე, მერე ის უმნიშვნელოა”, – თქვა გენადი ელიზბარიანმა.
რაფიკ აბაჯიანმა ამაზე უპასუხა, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, მოასწრებენ. ელოდებიან მთავრობის გადაწყვეტილებას.
მოვსესიან ჰამლეტს ჰქონდა შენიშვნა, რომ პროექტები ნაკლებად შედეგიანია.
შემდეგ რაფიკ აბაჯიანმა თქვა, რომ სარეზერვო ფონდიდან 27 345 ლარი დაიხარჯა სოფლების: ვაჩიანის, სულდას, ბოზალის, ჩუნჩხას დასახმარებლად, რომლებიც მარტში წყალდიდობის შედეგად დაზარალდნენ.
რაფიკ აბაჯიანისვე ინფორმაციით, უკვე მოახდინეს რეაგირება და ძლიერი ქარის შედეგად სოფლებში: ბეჟანოში, კოჩიოში, იხტილაში, ბარალეთში, აგანაში, ტურცხში, ვარევანში, ხანდოში, აფნიაში, ხორენიაში, გომანში მიყენებული ზარალი დაიანგარიშეს. რაფიკ აბაჯიანის თქმით, 27 აპრილის მონაცემებით, დაზიანებულია დაახლოებით 1000 კვ.მ -ის ფართობის სახურავი. მერია 1 კვ.მ-ზე 15 ლარს უხდის ხალხს. მერიას ეს ზიანი ჯერჯერობით არ აუნაზღაურებია.
ვინაიდან მერია სტიქიური უბედურებების შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა, კომპენსაციას უხდის იმ ადამიანებს, ვისი საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა, დეპუტატებმა შესთავაზეს განემარტა პროცენტული თანაფარდობა, რამდენ პროცენტს აანაზღაურებს საცხოვრებელი
დეპუტატების თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ ბეღლები, ფარდულები, რაც ასევე ართულებს ხალხის ცხოვრების პირობებს.
საკრებულომ მერიას შესთავაზა ამ წინადადების პროექტი განსახილველად წარადგინოს.