ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან დღეს, შუადღისას მიკროავტობუსი 14 მგზავრით გზიდან გადავარდა.

მიკროავტობუსი ახალციხე-თბილისის მარშრუტით მოძრაობდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ დახმარებას უწევენ ადგილობრივ საავადმყოფოში.

გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.