საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა.
„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს“,- აცხადებს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ცნობისთვის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს.
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. გადაწყვეტილება რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მე-19 სესიაზე მიიღეს, რომელიც ნიუ იორკში 17-23 დეკემბერს იმართებოდა. ასამბლეის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონიდან ექვს
მოსამართლეს ირჩევენ. გოჩა ლორთქიფანიძე 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2020 წელს ის თეა წულუკიანის შემცვლელად პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ მეათე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა როგორც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი.