დღეს, 21 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა.

დილის 11 საათიდან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილიალში საზეიმოდ ჩაცმული სტუდენტები შეიკრიბნენ. დღეს მათთვის გამოსაშვები საზეიმო ცერემონია მოეწყო. ლურჯი და წითელი კანტებით გაწყობილ შავი ფერის მანტიებში  გამოწყობილი კურსდამთავრებულები ელოდნენ რექტორ მაკა ბერიძეს, პრორექტორ მერაბ ბერიძეს და სხვა პედაგოგებს. რექტორი და ლექტორები რიგრიგობით ულოცავდნენ უკვე ყოფილ სტუდენტებს და კარგ სიტყვებს ეუბნებოდნენ, კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აცილებდნენ ცხოვრების გზაზე.

Vardui mancher

Vardui

წელს ეკონომიკურ-ფილოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა 47-მა სტუდენტმა დაამთავრა, საიდანაც 35 ეკონომიკურ, 12 კი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო პროგრამა წარჩინებით დაამთავრა 4 სტუდენტმა, ორმა ეკონომისტმა და ორმა ფილოლოგმა. ცერემონიაზე რექტორმა მაკა ბერიძემ, ამ უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტის, თელმან მოსოიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილი გამოაცხადა.

studenti 1

studenti 2

Studenti 3

მადლობის სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს მიღებული ცოდნისთვის, რომელსაც ისინი გამოიყენებენ შემდგომ ცხოვრებაში და კარიერული წინსვლისთვის. ამის შემდეგ, სტუდენტებმა, ბაკალავრიატის დასრულების ნიშნად, ცაში ქუდები აისროლეს და ერთმანეთს შამპანური შეასხეს. სტუდენტებისთვის ამ დღის მისალოცად მათი ახლობლები და მეგობრებიც მივიდნენ.

Studenti 4

Studenti 6

Studenti 7

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ფილიალი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

rektorat

Studenti 9

Studenti 10