10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 7 812 შემთხვევა გამოვლინდა, 4 764 პაციენტი გამოჯანმრთელდა, შვიდი კი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, დასახელებულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 72 073 ტესტი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 10.84%, ბოლო 14 დღის – 9.55%.
წინა კვირის (03.07.2022-10.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 338 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.