ხვალ, 16 ივლისს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

შეხვედრის თაობაზე სხვა ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.