ერთი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 791 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 413 იფიცირებული, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის 40,727 შემთხვევა, 25104 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 335 ადამიანი გარდაიცვალა.
მეზვრიშვილის თქმით, კარანტინში არის 3 007 მოქალაქე, თვითიზოლაციაში 29 565 ადამიანი იმყოფება. ინფიცირებულთაგან 4,188 მკურნალობს საავადმყოფოებში, ხოლო 8,870 სახლში.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2,881 პაციენტი გამოჯანმრთელდა.