სამთავრობო პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესისთვის“ ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 8 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1 სახლი მიწის ნაკვეთით ქალაქ ახალქალაქში და ახალქალაქშივე მდებარე ბაზალტის სახელოსნო გაიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აუქციონზე 10 ობიექტი გაიატანა.

ესენია:

1. სოფელ ხოსპიოში – 1862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი 28 000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ივნისი.

2. სოფელ კარწახში – 93 040 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი 186 500 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

3. სოფელ კარწახში – 127 558 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი 178 000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

4.  სოფელ აფნიაში – 291 10 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასი 44 000 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სოფელ გოგაშენში – 25056 კვ/მ, საწყისი ფასი 31500 ლარი ბოლო დღე 30 ივნისი.

6. სოფელ ლომატურცხში – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 472 კვ/მ ფართობის ნაკვეთი, საწყისი ფასი 30 000 ლარი, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

7. სოფელ ვაჩიანში – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი -15 905 კვ/მ, საწყისი ფასი 29 000 ლარი, განაცხადის ბოლო დღე 30 ივნისი.

8. სოფელ დილისკაში – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და შენობა (ყოფილი მეფრინველეობა) – 179 396 კვ/მ, საწყისი ფასი 340 000 ლარი, განაცხადის ვადა 30 ივნისი.

9. სახლი ქალაქ ახალქალაქში – ჯავახეთის ქ. N55-ში მდებარე სახლის 2/3, საწყისი ფასი 21666.50 ლარი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

10. ახალქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – “ბავრას” ბაზალტის სახელოსნო, საწყისი ფასი 1188 ლარი, განაცხადის მიღების ბოლო დღეა 6 ივლისი.