ახალქალაქში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები სწუხან, რომ სალარო აპარატთან დაკავშირებული მცირე პრობლემების შემთხვევაში იძულებულნი არიან ახალციხეში წავიდნენ, რადგან ადგილზე ხელოსნები არ არიან. სალარო აპარატებთან დაკავშირებული შეფერხებები საკმაოდ ხშირია.
მცირე ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულნი არიან იმუშაონ სალარო აპარატებთან, რაც ხშირად ვერ ხერხდება. მის გასასწორებლად გამყიდველებმა მთელი დღე უნდა დაკარგონ, რადგან ხელოსანი ახალციხეშია.
“ჩვენს ქალაქში ხელოსანი არ არის. ელექტროენერგიის გათიშვისას ან ელვის დროს სალარო აპარატი ფუჭდება, არ ვიცით რა ვქნათ”, – ამბობს მაღაზიის გამყიდველი.
გამყიდველები ფიქრობენ, რომ ერთი ოსტატი მაინც უნდა იყოს ახალქალაქში. ამ ადამიანს კი შემოსავალი ექნება და სალარო აპარატების მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება.
„ქალაქს აპარატების ოსტატი სჭირდება, ადრე ქალაქში ოსტატი იყო, მივმართეთ, ახლა აღარ არის“, – ამბობს მეორე გამყიდველი.
აღსანიშნავია, რომ მცირე ბიზნესი მთელი შემოსავლის მხოლოდ 1%-ს იხდის. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გაყიდა და რამდენი პროცენტის მოგება ნახა.