სოფელ ბავრას ხიდთან, ახალქალაქელებისთვის საყვარელი ადგილი ამირანის გორაზე, რომელსაც ადგილობრივები „ბრდნოცს“ ეძახიან, ჭაობდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად ხშირი წვიმა დაასახელა.
Jnews-ი პრობლემასთან დაკავშირებთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრს დაუკავირდა. კიხვაზე, გადის თუ არა ამ ტერიტორიაზე წყლის კომუნიკაციები, განაცხადეს, რომ წყლის მილები გზასთან ახლოს გადის და ვერ უკავშირებენ აღნიშნული ტერიტორიის დატბორვას. სერვის ცენტრში დაჭაობების შესაძლო მიზეზად დაასახელეს ან ახალი წყაროს გამოჩენა, ან უხვი ნალექი.
ახალქალაქის მერიის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი რამაზ ხუციშვილი ამბობს, რომ მერიაში ამ პრობლემას იცნობენ და პრობლემის გამწვავების შემთხვევაში, დრენაჟს გააკეთებენ.
„აუცილებელია დრენაჟის გაკეთება, წელს ბევრი წვიმა და თოვლი მოვიდა, უბრალოდ გაშრება, ასე ხდება ყოველწლიურად. ჯერ იქ საშიშროება არ არის. საჭიროების შემთხვევაში, დრენაჟს დავაყენებთ, ეს არის ბუნება, და იქ ცუდი არაფერია“, – აღნიშნა რამაზ ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ Jnews-მა ახალქალაქის დაინტერესებული მცხოვრებლებისგან მიიღო ფოტოები, რომლითაც ამირანის გორაზე პირველი ფანჩატურის მიმდებარე ტერიტორია წყლისა და ტალახის გამო გაუვალ მდგომარეობაშია. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ 2 კვირის წინ ამ ტერიტორიაზე ჭაობის კვალი არ ყოფილა.