ერთი ოჯახი დილისკიდან ზღვაზე დასვენების შემდეგ თვითიზოლირებული რადგან გაირკვა, რომ სასტუმროს დირექტორს, სადაც ოჯახი გაჩერდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ზღვაზე დასვენება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას ოჯახისათვის თვითიზოლირების მიზეზი გახდა- სასტუმროს დირექტორს, რომელშიც ისინი ჩერდებოდნენ, COVID-19 აღმოაჩნდა.
“ისინი სასტუმროში ცხოვრობდნენ, ან სასტუმროს დირექტორი, ან სხვა ვიღაც იყო COVID-19-ით დაავადებული. მთელი ოჯახი სოფელ დილისკაშია თვითიზოლირებული. 5 სექტემბერს თვითიზოლირება სრულდება. 1-ლ ან 2 რიცხვში კიდევ ერთხელ უნდა ჩავუტაროთ ტესტი. თუკი ყველაფერი კარგად იქნება- გამოვუშვებთ. ანალიზებს ახალციხეში ვაგზავნით, ხოლო იქიდან თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში. შემდეგ ლუგარიდან ვღებულობთ პასუხს”,- კომენტარი გააკეთა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ავეტ ტონაკანიანმა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ ოჯახი COVID-19-ით არის დაავადებული. თუმცა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.