ხვალ, 8 ივნისს, 16:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ახალქალაქის “აბული” თბილისის გუნდ “კოლხს” უმასპინძლებს.
ფეხბურთის გუნდ “აბულისთვის” ხვალ ჩემპიონატში მე-9 მატჩია. გუნდს აქვს 3 მოგება, 2 წაგება და 3 ფრე.
ორგანიზატორები მსურველებს მატჩზე დასწრებას სთხოვენ, შესვლა უფასოა.