ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება კვლავ დაძაბულია: სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას ითხოვენ, რათა გამოცდების რეალურ ფორმატში ჩაბარების გადაწყვეტილება გადაიხედოს.
დღეს დილით 13:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსში შეკრებილი სტუდენტები რექტორ გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა სტუდენტების თხოვნას ჯერ არავინ გამოხმაურებია და არც ონლაინ ფორმატში გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
Jnews-თან ინტერვიუში საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტებმა განაცხადეს, რომ შეიკრიბნენ მეგობრების გულისთვის, რომლებიც ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მათ სურთ, რომ უნივერსიტეტში მიღებული გადაწყვეტილებები იყოს სტუდენტების სასარგებლოდ.
„ჩვენ გვითხრეს, რომ თბილისის გარდა, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ახალციხესა და ქუთაისში, მაგრამ რა გააკეთონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც ამ ადგილებში არ ცხოვრობენ და გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ? ამიტომ, მოვითხოვთ, რომ გამოცდები ჩატარდეს ონლაინ ფორმატში, რათა არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდეს“, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
უნივერსიტეტში გამოცდები 18 ივნისს იწყება.
ლიდა ალმასიანი