დღეს, 3 ივნისს, ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში  მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში. საუკეთესო სპორტსმენებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც სომხეთში გაიმართება.

მუნიციპალურ ჩემპიონატში მკლავჭიდში 70-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

“15 დღის წინ ყველას ვაცნობეთ, რომ  მკლავჭიდში ჩემპიონატი გაიმართებოდა, მონაწილეობს მთელი მუნიციპალიტეტი. მძიმე, რთული ბრძოლა იყო სპორტსმენებისთვის. გვაქვს 31 საპრიზო ადგილი, საკმაოდ სერიოზული საჩუქრები გამარჯვებულებისთვის”, – თქვა ახალქალაქის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანმა.

გამარჯვებულები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მედლებით, სიგელებითა და სუვენირებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, მათ მიიღეს “ბილეთი” ღია მკლავჭიდში გასასვლელად, რომელიც სომხეთში გაიმართება.

 

armresling2

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის პრიზები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი – კარენ ბიჩახჩიანი
მე-2 ადგილი – კარენ ჰაკობიანი
მე-3 ადგილი – სარგის გრიგორიანი

70 კგ-მდე წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – არმან პოღოსიანი
მე-2 ადგილი – არტიომ სიმონიანი
მე-3 ადგილი – კარენ გალოიანი

80 კგ-მდე წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – არმენ რეპოვანიანი
მე-2 ადგილი – ხაჩატურ მოსოიანი
მე-3 ადგილი – ალბერტ ჰამბარცუმიანი

90 კგ-მდე წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – კერობ ბაღიკიანი
მე-2 ადგილი – სერიოჟა მურადიანი
მე-3 ადგილი – მიქაელ სახარიანი

90 კგ-ზე მეტი წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – აბეტ ცაცურიანი
მე-2 ადგილი – არაზატ გოგორიანი

 

armresling1

მოზრდილებში 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ადგილები ასე გადანაწილდა:
1-ლი ადგილი – გევორგ აბაჯიანი
მე-2 ადგილი – მუკუჩ ხდრიანი
მე-3 ადგილი – კარენ ბიჩახჩიანი

70 კგ-მდე წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – არტიომ აივაზიანი
მე-2 ადგილი – ნორაირ მადოიანი
მე-3 ადგილი – არტავაზდ ალექსანიანი

80 კგ-მდე წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – არმენ კევნაქსზიანი
მე-2 ადგილი – სამველ მანასიანი
მე-3 ადგილი – არმენ რეპოვანიანი

90 კგ-მდე წონითი კატეგორია მოზრდილებში
1-ლი ადგილი – ადამ აივაზიანი
მე-2 ადგილი – რაზმიკ კოჩკანიანი
მე-3 ადგილი – გევორგ მანგასარიანი

90 კგ და ზემოთ წონითი კატეგორია
1-ლი ადგილი – ჰამლეტ კოშატაშიანი
მე-2 ადგილი – აბეტ ცაცურიანი
მე-3 ადგილი – ნვერ მოსოიანი

მუნიციპალური ჩემპიონატის აბსოლუტური ჩემპიონი არტიომ აივაზიანი გახდა.

,,13 წლიდან ვარ ამ სპორტით დაკავებული. ბრძოლა, რა თქმა უნდა, რთული იყო, რადგან ჩვენს რეგიონში ახალგაზრდობა ძლიერია, ტექნიკურად ცოტა ჩამორჩებიან, ეს ჩემპიონატი იმისთვის იყო ორგანიზებული, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად იყვნენ დაკავებული სპორტით და უყვარდეთ მკლავჭიდი“, – თქვა არტიომ აივაზიანმა.