ახალქალაქში, დარბინიანის ქუჩის მცხოვრებლები სწუხან, რომ ქუჩაზე ან უზარმაზარი, გაუვალი ორმოებია, ან დიდი ქვები და მტვერი მას შემდეგ, რაც ამ ორმოების შევსება დაიწყეს.
14 მაისს დარბინიანის ქუჩაზე ტრაქტორი ხვრელებს ავსებდა, რომლის გამოჩნეასაც ამ ქუჩაზე მუდმივი ხასიათი აქვს. თუმცა, ტრაქტორმა ორმოები კი არ შეავსო, არამედ მთელი ქუჩა უზარმაზარი ქვებით მოხრეშა. მანქანის გავლისას გზა მტვერდება, რაც ძალიან აღიზიანებს ამ ქუჩის მცხოვრებლებს, ქვები კი მძღოლებს აბრაზებს, რადგან მანქანების დაზიანების ეშინიათ.
„ეს არ არის ახალი ქალაქი (ახალქალაქის სახელი ითარგმნება როგორც „ახალი ქალაქი“ რედ.), ეს არის ახალი სოფელი”, – ამბობს ქუჩის მცხოვრები, რომელიც ხშირად რწყავს ქუჩას.
თუმცა, როგორც ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი განმარტავს, ორმოების ამოვსების მოთხოვნა დარბინიანის მცხოვრებლებისა და მძღოლებისგან მომდინარეობს, რომლებიც სწუხან, რომ გზა გაუვალი იყო. თუმცა, მისივე თქმით, ამ დროისთვის ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ, რადგან ეს გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა და წლის ბოლომდე მოასფალტდება.
„დამატებით ხარჯებს ვერ გავუწევთ და ნაწილობრივ რეაბილიტაციას ვერ ვაიძულებთ. ეს გზა უნდა იყოს მოასფალტებული და დასრულებული. ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია, რადგან ორმოები ძალიან გაფართოვდა. ამ მოთხოვნის შესაბამისად ამოავსეს ორმოები, სანამ გზა მთლიანად არ შეკეთდება“, – ამბობს მელკონ მაკარიანი.
დარბინიანისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილები შარშან, 2021 წელს უნდა მოასფალტებულიყო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალციხე-ახალქალაქის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო. რომლის ფარგლებშიც ეს 2 ქუჩა დარბინიანი-თავისუფლების ქუჩების გზაჯვარედინამდე უნდა მოასფალტდეს. ელექტრონულ ტენდერში კომპანია “საგზაო-სამშენებლო განყოფილება N1”-მა 5 744 000.00 ლარით გაიმარჯვა. თუმცა, გზის მოასფალტება შეჩერდა და მომდევნო წლისთვის გადაიდო, რადგან ჯავახეთის ქუჩაზე აქამდე არ არსებული საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და წყალმომარაგების შეცვლა გადაწყდა. ამ სამუშაოებზე ცალკე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელიც კომპანია „მშენებლობამ“ 603 700.00 ლარით მოიგო. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე გადაიდო. კომპანია დაჯარიმდა, რადგან ვადები დაარღვია. ჯავახეთის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის დასრულების შემდეგ ასფალტის დაგება განახლდება.