ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალი გზების გასწორების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალქალაქის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ სამუშაოები დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა ცუდი ამინდების გამო, დრო გამოშვებით მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში სამუშაოები უკვე დასრულებულია, ესენია: დიდი სამსარი, პატარა სამსარი, მერენია, ბეჟანო, აზავრეთი, ოლავერდი, ალასტანი, ვარევანი, კოკიო, ბალხო, ბუგაშენი, გადოლარი, მოდეგამი, მაჯადია, კულიკამი, ხულგუმი, ბავრა, კარტიკამი და აბული.
ამ წუთებში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: კარწახში, ვაჩიანში, ხავეთში, გოგაშენში, აზმანაში, მიასნიკიანისა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ იმ სოფლებში, სადაც სოფლისკენ მიმავალი გზა დაგებულია, სოფლის შიდა გზების მოსწორება მიმდინარეობს.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი ამბობს: „იმ სოფლებში, სადაც მერიამ ქვიშა ან მიწა გამოყო, ვყრით და სადაც არ არის, უბრალოდ გზას ისევ ტრაქტორით ვასწორებთ“.
სერვისცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამით არ შემოიფარგლება, სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზეც ჩატარდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია მერიაზე და, რა თქმა უნდა, სოფლების უფლებამოსილი პირებისგან მიღებული განაცხადების რაოდენობაზე.