დღეს, 22 მაისს, ახალქალაქის, თუმანიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს გზა პედაგოგებმა და მშობლებმა დაულოცეს.  

tumanyan1

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, ასევე, აფრიალდა სომხეთის დროშა.

tumajyan

სკოლის დირექტორმა, რუზანა ტეპოიანმა და მთავარმა მასწავლებელმა, ანაიდა კარაპეტიანმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს.

tumanyan2

tumanyan3

“სწორად ცხოვრება ისწავლეთ, ძვირფასო ბავშვებო. ცხოვრება სკოლა არ არის, არ შეგაშინოთ სირთულეებმა”, – განაცხადა რუზანა ტეპოიანმა.

tumanyan4

tumanyan5

“გილოცავთ ყველას, ძვირფასო კურსდამთავრებულებო. ჩვენ შედიხართ სამყაროშ, სადაც ბევრი გამოცდა და იმედგაცრუებაა, მაგრამ ასევე ბევრია ბედნიერი წუთები”, – განაცხადა ანაიდა კარაპეტიანმა.

tumanyann

თუმანიანის სახელობის N1 საჯარო სკოლას წლეულს 53 კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 28 აბიტურიენტია. 18-მა სწავლის გასაგრძელებლად საბუთები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შეიტანა, 6-მა სომხეთის, 4 უკვე რუსული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.

tumanjan