ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები საზღვარგარეთიდან, ძირითადად რუსეთიდან შემოდის და შემოსავალს რუბლებში იღებს. რუბლის გაუფასურება მთავარი პრობლემა გახდა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიური ხარჯებისთვის რუბლებს იღებენ. რა არის დღეს რუბლის ღირებულება, ეს არის პირველი, რაც ბევრს აინტერესებს ყოველ დილით, ასევე ისინი ვერ გარკვეულან, რუბლი შეინახონ, თუ უკვე გადაცვალონ ლარში.
გასული საუკუნიდან ახალქალაქში ისე მოეწყო, რომ ყოველ გაზაფხულზე მამაკაცების ერთი ნაწილი (ოჯახების 63%-ზე მეტიდან) საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, რადგან ისინი ოჯახების შესანახად შემოსავლის სხვა წყაროს ჯერ კიდევ ვერ ნახულობენ.
ოჯახები, რომლებიც აქ რჩებიან, ფულს ელოდებიან, რომ ყველა სახის საჭიროებაზე დახარჯონ. რუბლის კურსი 2022 წლის დასაწყისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, გასული წლის ზაფხულისთვის ოდნავ გაიზარდა და 1000 რუბლზე 30 ლარამდე მერყეობდა. თუმცა ბოლო დროს კურსი სულ იკლებს და ახლა 1000 რუბლში 26 ლარს იძლევიან.
სოფელ მაჯადიას მკვიდრი, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი არ გამოექვეყნებინა, რათა ოჯახის მამაკაცები წაკითხვის შემდეგ არ გაუბრაზდნენ, ამბობს, რომ ჯერ არ ცვლის რუბლს, მაგრამ არ იცის, რამდენ ხანს შეინახავს. მისი ვაჟები მუშაობენ რუსეთში.
„ერთხელ გამოგვიგზავნეს, დაბალ ფასად გავცვალეთ, ვუთხარი აღარ გამოაგზავნონ, ვნახოთ. ჩვენ კი ხალხისგან ვსესხულობთ და ვცხოვრობთ. ისინი როცა წავიდნენ, კურსი არც ისე დაბალი იყო, თორემ არ წავიდოდნენ. ჩვენს სოფელში ზოგი არ წავიდა, ნახეს, რომ მათი შრომა უფასურდება. ხელფასის მთელი თვის განმავლობაში საერთოდ ვერაფერს იყიდი, ხოლო იქ ძალიან უჭირთ მუშაობა, მუშაობენ დილიდან საღამომდე. მაგრამ მეორე მხრივ, აქ რა უნდა გააკეთონ, 1000 ლარი კი არა, 500 ლარი იყოს, ოჯახები ჰყავთ, როგორ იცხოვრებენ, სოფლის მეურნეობით ოჯახის რჩენა შეუძლებელია“, – ამბობს სოფელ მაჯადიას მცხოვრები.
ჩვენი ინფორმაციით, რუსეთში სამუშაოდ წასული საშუალოდ 100 000 რუბლს იღებს, რომლითაც იქ ცხოვრობს და ასევე აგზავნის ოჯახის სარჩენად.
აფოზიან ანაიდს მიაჩნია, რომ ქმრისგან მიღებული ფული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ არის, მათი ოჯახისთვის ხსნაა.
”სამი თვეა რუბლი გავცვალეთ, ბოლო თვესა ჯერ არ გაგვიცვლია. წავიდა, რომ სესხი დავფაროთ, ხოლო აქ რასაც ვმუშაობთ, მაგით ვცხოვრობთ. ცალსახად უკეთესია, ვიდრე უმუშევრად დარჩენა. აქ საერთოდ არ არის სამუშაო, იქ მუშაობა არც თუ ისე მძიმეა”, – ამბობს ანაიდ აფოზიანი.
აღვნიშნავთ, რომ წელს ყველა ვინც რუსეთში წავიდა, ფაქტი არ არის, რომ კარგანაზღაურებადი სამუშაო ან ზოგადად სამუშაო იპოვა.
თებერვალში რუსეთში წასულ ახალქალაქელს სამსახური ჯერ არ უპოვია, თუმცა ჩამოსვლას არც ჩქარობს.
«შარშან ნამუშევარ ფულს ხარჯავს. წელს არ არის სამუშაო, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებს მძიმე სამუშაოს. მაგრამ ჯერ ეძებს და არ აპირებს ჩამოსვლას. რა ქნას აქ, არც სასოფლო-სამეურნეო მიწა, არც ბიზნესი გვაქვს. სამ შვილი უნდა შეინახოს“, – ამბობს ამ ადამიანის დედა.
მიუხედავად იმისა, რომ რუბლის კურსი ეცემა, ჯავახეთში ბევრი მამაკაცისთვის რუსეთი კვლავ რჩება შემოსავლის უდავო წყაროდ ოჯახების სარჩენად.