ახალქალაქის მთავარი ისტორიული ძეგლის – მე-11 საუკუნის ციხის აღდგენა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო, სამუშაოების დაწყება გადაიდო. დღეისათვის აღდგენაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

XI საუკუნეში აგებული ციხე ყოველწლიურად უფრო და უფრო ნადგურდება. ის  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის აპრილში უნდა დაეწყო აღდგენითი სამუშაოები, თუმცა პანდემიის გამო, სამუშაოები გადაიდო.

კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2021 წლის ბოლოს რეორგანიზაცია დაიწყო და თითქმის 2 თვის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც, რამდენიმე სამსახური დაიხურა და 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. შედეგად, დღეს ახალქალაქის ციხის აღდგენაზე კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.

“ზუსტად არ ვიცით როდის დაიწყება. ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, რეორგანიზაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, შეიცვალა ხელმძღვანელობა და არ ვიცი, როდის დაიწყება მუშაობა”, – განაცხადა ბუნების დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ლაშა მამაკეიშვილმა.

berd1

ციხის რესტავრაციაზე საქმის კურსში არც ადგილობრივი ხელისუფლებაა, იმდენად, რამდენადაც ინიციატივა სააგენტოსგან მომდინარეობდა. როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი, ვალეტი სტელმაშოვი ამბობს, მათთვის უცნობია, როდის დაიწყება ციხის აღდგენითი სამუშაოები.

“ჩვენ არ ვიცით და არც დავინტერესებულვართ, აღდგენა მათი ინიციატივა იყო. პანდემიის დროს სახსრების უქონლობის გამო გადაიტანეს, ვიმედოვნებთ, რომ უკვე დაიწყებენ სამუშაოებს”, – განაცხადა ვალეტი სტელმაშოვმა.

 

berd2

შარშან, შემოდგომით, ციხის ეზო სატვირთო მანქანების სადგომად გადაიქცა, რომლებსაც ახალქალაქიდან კარტოფილი რუსეთსა და ყაზახეთში გადაჰქონდათ. იქ გაათიეს ღამე, ჭამეს და ციხის ტერიტორია ნაგავსაყრელად გადაიქცა.

დიახ, და სხვა სატვირთოებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან თურქეთიდან, ან იქიდან მოდიან, ციხე გაჩერების ადგილი იყო და ხშირად მძღოლები იქ ისვენებდნენ.

berdd

თვენახევრის წინ, მერიის ინიციატივით, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა ციხის ტერიტორია შეღობეს, რათა ეზოში დიდი სატვირთოები და მსუბუქი ავტომობილები არ შესულიყვნენ. მაგრამ პირუტყვი მაინც შედის იქ. საქონლის კვალი ყველგან არის.

berd3

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე კვლავ ბოსლად იქცა (Video) 

ახალქალაქის ციხის რესტავრაციას 2021 წელს გვპირდებიან