11 მაისს სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ. თემა ისევ სტუდენტების მოთხოვნა იყო სასწავლო პროცესის ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები უკვე დიდი ხანია იმართება იმის გამო, რომ უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით სტუდენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა 10 მაისს საღამოს სტუდენტებმა რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს. რექტორი შეხვერდაზე არ მისულა, რის გამოც,  სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაათიეს.

12 მაისს 14:00 საათზე გაიმართა დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.  შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები ესწრებოდნენ.

3-საათიან შეხვედრაზე ბუნდოვანი და არასრული პასუხების მოსმენის შემდეგ, სტუდენტებმა რექტორს მოსთხოვეს 18:00 საათამდე გადაეხედა ბრძანებისთვის და ვითარების გათვალისწინებით შეეცვალა იგი და ლექციების ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების გადაწყვეტილება მიეღო.

შეხვედრიდან რამდენიმე საათში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„2021-2022 წლის 13 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულის სემესტრი შერეულ (ჰიბრიდულ) ფორმატში ჩატარდება. რექტორის ბრძანების მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამის მასშტაბზე ან მის შემადგენელ ნაწილებზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ფაკულტეტი, პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით მიიღებს. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დამამთავრებელი და დამატებითი გამოცდები არადისტანციურად, რეალურ რეჟიმში ჩატარდება. გამონაკლისი იქნებიან სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან“.

განცხადება