ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყანამ, რომელიც 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე გაწევრიანებისგან თავს იკავებდა.
ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-ს მოკავშირეები ფინეთისა და შვედეთისთვის წევრობის მინიჭებას სწრაფად გეგმავენ, რითაც ევროპის ჩრდილოეთში კიდევ უფრო გაფართოვდება ალიანსის საზღვრები.