პლატფორმა Worldometer-ის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 514 017 628 შემთხვევაა დაფიქსირებული, საერთო ჯამში, მსოფლიოში ეპიდემიით 6 263 366 ადამიანი გარდაიცვალა.

ზოგ ქვეყანაში კორონავირუსი უკან იხევს, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ამ ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
​საქართველოში, ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გამო, კორონავირუსის სტატისტიკის გამოქვეყნება კვირაში ერთხელ გადაწყვიტეს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც კორონავირუსით ჯერ კიდევ ათეულობით ადამიანი იღუპება, მაგალითად, ავსტრალია, ბრაზილია, ტაივანი, ავსტრია, ფინეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სხვა.

მსოფლიოში პანდემიის დასრულების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი.