საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 451, „პისიარ“ ტესტით – 1 098.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,64%, ბოლო 14 დღის – 1,1%, ბოლო შვიდი დღის – 1,02%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 797 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 520 გამოჯანმრთელდა, 16 805 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 879 499 აცრა, დღიურად აცრილია 951.
ამასთან, 27 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 80 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.