მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა.
ვებ-გვერდის თანახმად, დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 1650 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ გამოჯანმრთელებულია 1310 ადამიანი.
გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადაიყვანეს საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 19 პაციენტი.
6020 მოქალაქე იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, 299 ადამიანი საავადმყოფოებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.