სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 005 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 5 525 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის სომხეთში 13 976 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 188 446 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 434 ინფიცირებული.