საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 254 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – ერთი, სამცხე-ჯავახეთი – ნული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ექვსი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 293 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 751, „პისიარ“ ტესტით – 9 542.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,93% ბოლო 14 დღის – 1,59%, ბოლო შვიდი დღის – 1,92%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 628 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 270 922 გამოჯანმრთელდა, 3 722 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 265, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 463 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 180 პირი.
ამასთან, 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.